Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ტურისტული სააგენტოები: „პეგასუსის“ შემოსვლამ ბაზარზე ბილეთების ფასები შეამცირა

დაბალფასიანი „პეგასუსის“ შემოსვლით ქართულ ავიაბაზარზე კონკურენტული გარემო შეიქმნა. თუმცა ავტობუსებს კლიენტურა არ დაუკარგავთ, რადგან მათი მომხმარებელი დაბალშემოსავლიანი სეგმენტი – ძირითადად მოვაჭრეები არიან, რომლებიც თვითმფრინავის ბილეთში შედარებით დაბალ ფასსაც ვერ იხდიან.ქართული ტურისტული კომპანიები აცხადებენ, რომ „პეგასუსის“ შემოსვლით სხვა ავიაკომპანიების მომსახურებით სარგებლობის მსურველთა რიცხვი,

პრაქტიკულად, არ შეცვლილა. ტურისტული სააგენტო „ვია თრეველის“ დირექტორის ნინო ნამგალაძის თქმით, პირიქით, „პეგასუსმა“ დადებითი როლი ითამაშა, რადგან ბაზარზე ავიაკომპანიებმა ფასები დააგდეს და ეს არ ეხება მხოლოდ თურქეთის მიმართულებას, ფასები ევროპაზეც შემცირდა.იგივეს აცხადებს ტურისტული კომპანია „ლევონ თრეველის“ დირექტორი თინა ზალდასტანიშვილიც.მგზავრთა ნაკადის თვალსაზრისით სტაბილურად გრძნობენ თავს ის ტურისტული კომპანიები, რომელთაც მგზავრები თურქეთის მიმართულებით ავტობუსებით გადაჰყავთ.„ჯორჯია მეტრო ტურიზმში  განაცხადეს, რომ თბილისი–სტამბულის რეისი 50 დოლარი ჯდება.„ჩვენი მომსახურებით მოსახლეობის ის კატეგორია სარგებლობს, ვინც თურქეთში სავაჭროდ ან სამუშაოდ მიდის. ამ კატეგორიისთვის ეს ნებისმიერი დაბალფასიანი ავიაკომპანიის ტარიფზე ბევრად იაფია. ასე, რომ მგზავრები არ შეგვმცირებია, უბრალოდ ზაფხული ჩვენი მგზავრებისათვის აქტიური სეზონი არ არის,“ – აცხადებენ   კომპანია „ჯორჯია მეტრო ტურიზმში“.  შეგახსენებთ: „პეგასუსმა“ 4 ივნისს ანტალიის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება დაიწყო. რეისები კვირაში სამჯერ – სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს სრულდება, ხოლო ბილეთის ფასი 99 ევროა. „პეგასუსი“ ქართულ ბაზარზე 2010 წლის ოქტომბერში შემოვიდა.

 
Share

ვალუტის კურსი

ამინდი