აჭარის მაღალმთიანეთში კიდევ ერთი სამთო-სათხილამურო კურორტის პერსპექტივა ჩნდება. გომარდულის, ქედლებისა და გოდერძის უღელტეხილის შემდეგ, შესაძლოა, ახალი დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობა ღომას მთაზე დაიწყოს.ზღვის დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზე მდებარე მთასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია უკვე მიმდინარეობს. მთა ცენტრალური მაგისტრალიდან 18 კილომეტრში მდებარეობს. მომავალი წლიდან ღომას მთაზე მშენებლობების დაწყება იგეგმება. კურორტი დამსვენებელს როგორც ზამთარში,
ასევე ზაფხულში მიიღებს.