Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

საქართველოს დაცული ტერიტორიები

საქართველო უძველესი ტრადიციებისა დ კულტურული მემკვიდრეობის მქონე ქვეყანაა,სადაც ხელუხლებელი სახით არის შემორჩენილი ველური ბუნების უნიკალური ძეგლები. ჩვენი ქვეყანა გამიორჩევა მცენარეული საფარის და ცხოველთა სამყაროს არნახული  მრავალფეროვნებით, თუმცა ადამიანის უკონტროლო ზემოქმედება ბუნებაზე თანდათან მასშტაბურ ხასიათს იძენს, რაც სავალალო შედეგის მომტანია, როგორც ბუნებისთვის, ასავე ადამიანებისთვის.დღესდღეობით საქართველოს დაცულ ტერიტორიებში ერთიანდება  15 სახელმწიფო ნაკრძალი, 5 ეროვნული პარკი, 3 ბუნების ძეგლი,და 9 ღკვეთილი. დაცული ტერიტორიების ერთ–ერთ პრორიტეტს წარმოადგენს საქრთველოში ეკოტურიზმის განვითარება, რომელიც ნიშნავს ადამიანის მოგზაურობასა და დასვენების ეკოლოგიურად სუფთა და ბუნებრივ გარემოში  სამეცნიერო–შემეცნებით და რეკრეაციული მიზნით.ამრიგად, საქართველოს დაცული ტერიტორიები წარმოგიდგენთ შემონახულ ხელუხლებელ ბუნებასა და უძველესი კულტურის უმშვენიერეს სამყაროს, ახალ სამოგზაურო ადგილებს,რომელსაც თანამედროვე, განვითარებული ინფრეასტრუქტურა სხვადასხვა ვიზიტორთათვის საინტერესოსასა და მიმზიდველს ხდის.მოგზაურობის მოყვარულებს მრავალფეროვანი და საინტერესო შესაძლებლობები ეძლევათ საქართველოში ყოფნისას,როგორც არდადეგების გატარების, ასევე მოკლევადიანი ვიზიტების თვალსაზრისით. აქ შესაძლებელია სხვადასხვა სახის ტურის ორგანიზება: სალაშქრო,საცხენოსნო,სანაოსნო (რაფტინგ), საგანმანათლებლო ტურები, ფრინველებზე და ცხოველებზე დაკვირვება. თქვენ იხილავთ ულამაზეს ჩანჩქერებსა და ბუნებრივ ტბებს , ცოველთა და ფრინველთა მრავალსახეობას.ყოველივე ეს  შესაძლებლობას მოგცემთ ეზიაროთ ბუნებრივ  გარემოსთან ჰარმონიულად შერწყმულ ისტორიულ–კულტურულ ფენომენს.

Share

ვალუტის კურსი

ამინდი