Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სასტუმრო " ალიკი"

მისამართი:
საქართველო,  ბათუმი
მაზნიაშვილის ქ. № 2
მემედ აბაშიძის გამზირი № 12/14
ადმინისტრაცია/რეზერვაცია:
ტელ: (+995) 422 275802      
ფაქსი: ( +995) 422 275803      
მობ:(+995) 77 580808
ავიასააგენტო "ალიკ ეირი"
ტელ: (+995)  422 230333          
E-mail:  hotelalikge@gmail.com
Web-Site: http://www.hotelalik.gol.ge   

აჭარის ულამაზეს სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს ქალაქი ბათუმი, რომელიც დღესდღეობით მიეკუთვნება მსოფლიოს დინამიურად მზარდი ქალაქების რიცხვს. ხელოვნების და კულტურის კერა, ქალაქი, სავსეა სასიამოვნო სურპრიზებით, რომლებიც განაცვიფრებენ ნებისმიერ უცხოელ სტუმარს, იქნება ის დიპლომატი, ბიზნესმენი თუ უბრალოდ დამსვენებელი.
სასტუმროს შესახებ: 
4 ვარსკვლავიანი სასტუმრო “ალიკი” აშენებულ იქნა 1996 წელს, მდებარეობს ქალაქის ცენტრში, საუკეთესო ადგილმდებარეობაა ბიზნესმენებისა და დიპლომატების საქმიანობისათვის. სასტუმრო 200 მ-ით არის დაშორებული სანაპირო ზოლიდან, 3 კმ–ით აეროპორტიდან, ხოლო 1 კმ-ით პორტიდან. ქალაქის ღირშესანიშნაობები განლაგებულია სასტუმროს ირგვლივ. 
სერვისი
სასტუმრო “ალიკ”-ში მომსახურების მაღალი დონე, წყნარი ატმოსფერო და ზღვასთან სიახლოვე თქვენს სტუმრობას განუმეორებელ ელფერს შესძენს. გულისხმიერი და ყურადღებიანი, კვალიფიციური მომსახურე პერსონალი, სრული სერვისით უზრუნველყოფილი ბიზნეს ცენტრი: მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და ტრეინინგების საწარმოებლად განკუთვნილი საკონფერენციო დარბაზები და კომპიუტერული და ინტერნეტ მომსახურება, ფაქსიმალური დაკავშირება, თქვენი წარმატებული საქმიანობის წარმატების საწინდარია.
სასტუმროს პირველ სართულზე  მდებარეობს ევროპული ტიპის ბარი, სადაც, შეგიძლიათ მიირთვათ სხვადასხვაგვარი გამაგრილებელი და ალკოჰოლური სასმელები, რესტორანში შემოგთავაზებენ შვედურ მაგიდას, სადაც სურვილისამებრ შეარჩევთ როგორც ტრადიციულ ქართულ და ასევე  ევროპულ კერძებს.
გართობის მოყვარულებს ვთავაზობთ ბილიარდს და მინი-გოლფს,  სასტუმროში არის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი: საუნით, მასაჟის კაბინეტით, საცურაო აუზითა და ჯაკუზით.
სასტუმრო უზრუნველყოფილია ავტომანქანების პარკირებით,  თქვენი სურვილისამებრ განხორციელდება ექსკურსიების ორგანიზება და ტრანსპორტით მომსახურება.
სასტუმროდან გაუსვლელად ავიასააგენტო ”ალიკ ეირ”-ში შეგიძლიათ შეიძინოთ ავია ბილეთები მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით.
სასტუმროს ჰოლში შეგიძლიათ დატკბეთ ცოცხალი მუსიკით.
სასტუმრო ნომრის ღირებულებაში შედის საუზმე და საუნა აუზით დილის 9-დან 12 საათამდე.
            კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სასტუმრო ”ალიკ”-ში.
 
ფოტო გალერეა:
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
Share

ვალუტის კურსი

ამინდი