Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რესტორანი „კრწანისი “

მისამართი:
თბილისი, გორგასლის ქ. 2
ტელეფონი: +995 32 272 47 88
 
რესტორნის შესახებ:
რესტორანი „ კრწანისი “  -  ქართული სარესტორნო ბიზნესის ღირსეული წარმომადგენელი.  წლების განმავლობაში იგი პოპულარულია არამარტო  უგემრიელესი კერძებით, ხარისხიანი სასმელებითა და მაღალი დონის მომსახურებით, არამედ  დახვეწილი დიზაინით და ორიგინალური განლაგებითაც. 
რესტორანი ორთაჭალაში, მტკვრის სანაპიროზე მდებარეობს. მისი ნახევრად შემინული ნაგებობა  მტკვარშია შეჭრილი, რაც საშუალებას აძლევს მოსულ სტუმარს უცქიროს მდინარის მჩქეფარე დინებას,  დატკბეს დედაქალაქის  ისტორიული და კოლორიტული უბნების ულამაზესი ხედით.  რესტორნის სადა, ელეგანტური და თანამედროვე დეკორი ჰარმონიულად არის შერწყმული  ბუნებრივ ლანდშაფტთან და მყუდრო გარემოს ჰქმნის.  
„ კრწანისი “  მოიცავს  ერთ დიდ დარბაზს, იარუსებს, აივნებს და 30 კაციან VIP კუპეს. აქ ერთდროულად 300 სტუმრის მიღებაა შესაძლებელი. ეს საუკეთესო  ადგილია მეგობრული შეხვედრებისთვის, სადღესასწაულო და კორპორატიული  წვეულებების, ბანკეტების,  საქმიანი ვახშმისა თუ  სადილის  გასამართად.  თქვენ შემოგთავაზებენ   ქართულ  და ევროპული კერძებს, რომლებიც მზადდება ორიგინალური რეცეპტებით  და მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისაგან. მრავალფეროვანია მაღალხარისხიანი სასმელების არჩევანიც. 
საღამოობით თქვენ შეგიძლიათ მოუსმინოთ ცოცხალ მუსიკას. ქართული, აზიური, ლათინურ- ამერიკული, ბოშური  სიმღერები და ცეკვები არავის არ დაგტოვებთ გულგრილს. 
საშუალო ღირებულება: ერთი კაცი 30 ლარი. 
შესაძლებელია თანხის გადახდა პლასტიკური ბარათებით;
მუდმივი  კლიენტებისთვის  დაწესებულია საჩუქრები;
რესტორანს გააჩნია  საკუთარი პარკინგი. 
ღიაა ყოველდღე:  11.00 – 02:00. 
ეწვიეთ რესტორან „ კრწანისს “ და შეიგრძენით მისი მიმზიდველი ატმოსფერო. აღმოაჩინეთ თქვენთვის მყუდრო და ლამაზი ადგილი და გაატარეთ დაუვიწყარი საღამო! 
 
ფოტო გალერეა:
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
Share

ვალუტის კურსი

ამინდი