Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

 
აბასთუმანი
ქალაქის ტიპის დაბა აბსთუმანი მდებარეობს ადიგენის რაიონში,29 კმ–ზე  ახალციხის ჩრდილო–დასავლეთით, 75 კმ–ზე ბორჯომის სამხრეთ დასავლეთით,287 კმ–ზე თბილისის დასავლეთით,იგი განლაგებულია  მესხეთის (აჭარა– იმერეთის ) ქედის სამხრეთ ფერდობზე,1250–1450 მ. სიმაღლეზე ზღვის დონიდან,ხეობაში რომელსაც ქმნის მდინარე ოცხე( აბასთუმანკა) და მდინარე მეფრის  შენაკადზე.
 აბასთუმნის ჰავა უმეტესად განისაზღვრება მისი მაღალი მდებარეობითა და რელიეფის სირთულით.ზაფხული ზომიერად თბილია (აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა +16°C).
ზამთარი ზომიერად რბილია,თოვლიანი.(იანვრის შაშუალო ტემპერატურაა +6°C).თოვლის  საფარი  მდგრადია და რჩება შუა დეკემბრიდან მარტის თვის მეორე დეკადის ბოლომდე.
აბასთუმნის ღირსშესანიშნაობებიდან უნდა დავასახელოთ ასტროფიზიკური ობსერვატორია, ხიდი ნდინარე ოცხზე (XII-XIII  სს.), შუა საუკუნეების ეკლესია და „თამარის ციხე’’, ეკლესია „ახალი ზარზმა’’ (1899–1902).
კურორტი განკუთვნილია ფილტვების ტუბერკულოზით დაავადებულთა სამკურნალოდ. მინერალური წყლების  აბაზანები ენიშნებათ საყრდენ–სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემისა და გინეკოლიგიური პროფილის დაავადებებს.
 

 

Share

ვალუტის კურსი

ამინდი