Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ბაკურიანი 
ბაკურიანი– ქალაქის ტიპის დაბაა ბორჯომოს რაიონში,მდებარეობს 30 კმ. ბორჯომიდან.მიეკუთვნება ბორჯომ -ბაკურიანის კურორტთა ჯგუფს.იგი განლაგებულია თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე ,მცირე კავკასიონის სისტემაში, 1700 მ. ზღვის დონოდან.კურორტის ჰავის თავისებურება განპირობებულია მისი სუბტროპიკულ ზონაში მდებარეობით, მთის შედარებით მაღლობ ნაწილში.გაზაფხული ხანმოკლეა,ზაფხული გრილი.სექტემბრის  ბოლოს  უკვე თავს იჩენს სუსხი.ზამთარი ზომიერად რბილია.
ბაკურიანში თოვლის საფარი დევს 4–5 თვე,დეკემბრის დასაწყისიდან  შუა აპრილამდე.
ბაკურიანი წარმოადგენს მნიშვნელოვან სამთო–სათხილამურო ცენტრს. აქ არის საბაგირო გზები,სათხილამურო მარშრუტები,ტრამპლინები და აქტიური დასვენების სხვა საშუალებანი.ბაკურიანში მდებარეობს  საოცარი სილამაზის ბოტანიკური ბაღი.
აქ მთის ჰავა გაჟღენთილია წიწვოვანი ტყეების არომატით. ულტრაიისფერი  სხივების მაღალი რადიაცია და მრავალი სხვა ფაქტორი  ქმნის ხელსაყრელ პირობებს  სუნთქვის ორგანოთა ქრონოკული  არატუბერკულოზური ხასიათის, მათ შორის  ბრონქული ასთმით დაავადებულთა, ლიმფადენტისა და სისხლნაკლებობის სამკურნალოდ.
კურორტის ჰავის თავისებურება გამოიყენება,აგრეთვე,გამაჯანსაღებელი და პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩასატარებლად.

Share

ვალუტის კურსი

ამინდი